ხანგრძლივი მოლაპარაკება ათენსა და საერთაშორისო დონორებს შორის შესაძლოა კონკრეტული შეთანხმებით დასრულდეს. საბერძნეთის ეკონომიკის მინისტრმა გეორგოს სტატაკისმა საბიუჯეტო ხარჯების შემცირების ახალი გეგმა წარმოადგინა, რომელიც შეძლებული მოქალაქეებისთვის გადასახადების გაზრდას და გარკვეულ პროდუქტებზე დღგ-ს მომატებას ითვალისწინებს. ფინანსური დახმარების სანაცვლოდ დონორები ათენს ხისტი ეკონომიკური რეფორმების გატარებას სთხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში საბერძნეთმა შესაძლოა ევროზონა დატოვოს.