მექსიკაში მსოფლიო ჩემპიონი მოკლეს. ცნობილი მოკრივის, ხუან ხოსე ესტრადას ცხედარი პოლიციამ ტიხუანას შტატში აღმოაჩინა. ცხედარს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული. წინასწარი გამოძიებით, 51 წლის სპორტსმენი მისმა ნათესავმა მოკლა, რომელთანაც მოკრივეს შელაპარაკება მოუვიდა. მკვლელობის ზუსტი დეტალები უცნობია.