სუპერთასის ბილეთების გაყიდვის მექანიზმები დღის ბოლომდე გაირკვევა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა.
მისი განმარტებით, ბილეთები გაიყიდება ელექტრონულად, თუმცა რა ფორმით და რა საშუალებით ამაზე მუშაობა მიმდინარეობს.
"უეფა, biletebi.ge და ფედერაცია ერთობლივად ვმუშაობთ, რომ გულშემატკივრების მოთხოვები დავაკმაყოფილოთ. პრობლემების მიზეზია ის რომ სერვერმა ვერ გაუძლო. ბილეთები გაიყიდება ელექტრონულად, ჩვენ მივაწვდით კონცეფციას, ხოლო გადაწყვეტილებას უეფა მიიღებს, რომელიც დღის ბოლომდე გვეცოდინება. მაქსიმალურად ვცდილობთ ამ პრობლემების გამოსწორებას და იმ პანიკის დამთავრებას, რომელიც ამ თამაშთან დაკავშირებით არსებობს", - აღნიშნა სიჭინავამ.
შეგახსენებთ, სუპერთასის ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში 22 ივნისს უნდა დაწყებულიყო.