ალიანსმა საქართველოსთვის" საბურთალოს რაიონის 1-ელ ოლქში, მაჟორიტარ კანდიდატად თინა ხიდაშელი წარადგინა. წარდგენა ფანასკერტელის ქუჩაზე მოხდა და მას ირაკლი ალასანიასთან ერთად "ალიანსის" სხვა ლიდერებიც ესწრებოდნენ.
თინა ხიდაშელმა საბურთალოს მოსახლეობას "ალიანსის" საარჩევნო პროგრამა გააცნო და აქცენტი სოციალურ საკითხებსა და დასაქმებაზე გააკეთა.
"ეს არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც კი ბოლო წლებში ჩატარებულა. ყველა ადამიანი ვინც სახლში დარჩება იქნება ხელისუფლების ამომრჩეველი. მე ერთადერთი რამ მინდა თბილისელებს ვთხოვო - მოვიდნენ არჩევნებზე და თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.