ევროკავშირის მიერ მოსკოვისთვის სანქციების გაგრძელება კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ რუსეთთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების პოზიცია ერთიანია. ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯოშ ერნესტმა განაცხადა. „ეს არის მორიგი ნაბიჯი იმისათვის, რომ პუტინს ძირეული საერთაშორისო ნორმების შესრულება ვაიძულოთ. რუსეთმა პატივი უნდა სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას,“-აღნიშნა ერნესტმა.