საფეხბურთო კლუბი პარმა 2015/16 სეზონს იტალიის სამოყვარულო ლიგაში გაატარებს. კლუბის ადმინისტრაციამ ინვესტიციების მოზიდვა ვერ შეძლო და სერია B-ში დასარჩენად საჭირო საფინანსო გარანტიაც ვერ წარმოადგინა. უმაღლესი ლიგა პარმამ წარუმატებელი სეზონის შემდეგ დატოვა, თუმცა როგორც ირკვევა, გაკოტრებული კლუბი მეორე დივიზიონშიც ვეღარ ითამაშებს.