მადრიდის რეალის ლიდერს, კრიშტიანუ რონალდუს კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი აქვს. ამის შესახებ ესპანური სპორტული გამოცემა AS იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, რონალდუ კლუბს იმის გამო გაუნაწყენდა, რომ რეალმა ახალი სათამაშო ტაქტიკური სქემა და აღნიშნულ სქემაში მისი პოზიცია გაასაჯაროვა. პორტუგალიელი ვარსკვლავი ფიზიოთერაპევტ ხესუს ოლმოსთვის კონტრაქტის გაგრძელებამაც გააღიზიანა. როგორც რონალდუ და მისი რამდენიმე თანაგუნდელი ირწმუნება, ოლმოს ფიზიოთერაპიული მეთოდები არაეფექტურია და ფეხბურთელებს ტრავმების აღდგენაში არ ეხმარება.