საქართველოს პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური ქვემო ქართლში იმყოფება.
გილაურმა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები წარადგინა.
სიის პირველი ნომერი რუსთავში მამუკა ჩიქოვანი იქნება. მეორე ნომრად კი რუსთაველი მეწარმე ზაალ სანაია დასახელდა. რაც შეეხება რეგიონებს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საარჩევნო სიაში პირველი ნომერი გიორგი ფეიქრიშვილია. დმანისში -ბაკურ მგელაძე. მარნეულში - გეიდარ მუსაევი. ბოლნისში ნოდარ-საბიაშვილი, თეთრიწყროში - გიორგი მესტვირიშვილი, წალკაში კი დავით მაჩიტაძე.