საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით ოქტომბერში თბილისში საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალი “ჯიფონი” ჩატარდება. ფესტივალი იტალიაში ყოველწლიურად იმართება, საქართველო კი მას პირველად უმასპინძლებს. მონაწილეობა კინემატოგრაფიით დაინტერესებულ და ინგლისური ენის მცოდნე 13-დან 17 წლამდე მოზარდებს შეუძლიათ. რეგისტრაციის გასავლელად მსურველებმა საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ვებ-გვერდს 2015 წლის 30 ივლისამდე უნდა მიმართონ.