ბარსელონა –სევილიას მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა მომხმარებელს საიტზე ბილეტები.გე დღეს შუადღიდან ისევ შეეძლება. ინფორმაციას ვებ-გვერდის მთავარი ტექნიკური დირექტორი ავრცელებს. გიორგი ჩხიკვიშვილის განმარტებით, ტექნიკური შეფერხება მომხმარებელთა დიდმა ინტერესმა და საიტის გადატვირთვამ გამოიწვია. ამ დროისთვის გაყიდულია მხოლოდ რამდენიმე ათეული ბილეთი, 29 ათასი კი ამ დრომდე გასაყიდია. სუპერთასის ფინალი 11 აგვისტოს თბილისში დინამო არენაზე გაიმართება.