მასობრივი არეულობები ერევანში. პოლიციამ ქალაქის ცენტრში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა. საპროტესტო აქციები ერევანსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას მოჰყვა. ასობით აქტივისტმა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მჯდომარე აქცია დაიწყო და მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში საპრეზიდენტო რეზიდენციის დაკავებით დაიმუქრა. მოგვიანებით აქციის მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა, რის შემდეგაც პოლიციამ მომიტინგეებს დაშლისკენ მოუწოდა. საბოლოოდ სამართალდამცავებმა აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს.