ვადების დაჩქარება და გადაწყვეტილებების ხარისხის ამაღლება უზენაესი სასამართლოს ახალმა თავმჯდომარემ მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდით გადაწყვიტა. ოფიციალური განცხადება ამასთან დაკავშირებით არ გაკეთებულა, თუმცა "რუსთავი 2-თან" საუბარში ნინო გვენეტაძემ უკვე დაადასტურა, რომ მოსამართლეთა რიცხვის გაზრდას 100-ით აპირებს.
ვაკანსიები უკვე გამოცხადებულია. კონკრეტული დეტალები რა ფორმით ან საიდან შეირჩევიან კოლეგიის თავმჯდომარეები ამ ეტაპზე უცნობია.
ნინო გვენეტაძეს დამატებითი შტატებისთვის დაფინანსების მისაღებად შეხვედრა ფინანასთა მინისტრთან უკვე ჰქონდა.