ათენში, 5 ივლისს ქართული დიასპორული გაერთიანების - “ბერძნულ-ქართული კულტურული ასოციაციის” ორგანიზებითა და საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, საქველმოქმედო კონცერტის ჩატარებაი გეგმება.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილ სპეციალურ ანგარიშზე.
კონცერტის ფარგლებში ორგანიზაციის აღსაზრდელები შეასრულებენ ქართულ ცეკვებსა და სიმღერებს.
ამასთან „ათენის მე-15 სკაუტების ჯგუფი“ (საერთაშორისო ორგანიზაციის „სკაუტები“ ბერძნული განყოფილება) ატარებს საქველმოქმედო აქციებს. აქციების შედეგად, უკვე გადარიცხა გარკვეული თანხა დაზარალებულთა ფონდში, ხოლო ქართული გადამზიდავი კომპანიის „ჩიკორია ექსპრესი“ მეშვეობით, 21 ივნისს, თბილისში გაიგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი.
„ათენის მე-15 სკაუტების ჯგუფს“ აქვს შექმნილი სპეციალური შტაბი, სოციალურ ქსელებში დაწყებული აქვთ კამპანია -„დავეხმაროთ თბილისს“.