იტალიაში 73 წლის ასაკში ეროტიკული კინოს ცნობილი ვარსკვლავი ლაურა ანტონელი გარდაიცვალა. ხანდაზმული მსახიობი მისმა შინამოსამსახურემ სახლის ეზოში გონებადაკარგული იპოვა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ანტონელის კინოკარიერა 1965 წელს დაიწყო. გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან კი ის ეროტიკული კინოს ვარკვლავი გახდა.