ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა ფიფას პრეზიდენტობის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას წარადგენს. ამის შესახებ ვენესუელური ტელეარხი „ტელესური“ იტყობინება. ფიფას თავკაცის პოსტისთვის მარადონას გადდა დავიდ ჟინოლა, ჩონ მონჯუნი, ალი ბინ ალ-ჰუსეინი, ზიკო და მუსა ბილიტი იბრძოლებენ. არჩევნები ციურიხში დეკემბრის ბოლომდე გაიმართება.