მადრიდის რეალის ხელმძრვანელობა კლუბის ახალ მწვრთნელს გახდომას ურჩევს. როგორც სპორტული გამოცემა AS იტყობინება, რაფაელ ბენიტესს შენიშვნა პირადად სამეფო კლუბის პრეზიდენტმა მისცა. ცნობილია, რომ ფლორენტინო პერესი არამხოლოდ ფეხბურთელების, არამედ სამწვრთნელო შტაბის იმიჯსაც დიდ ყურადღებას უთმობს. ამიტომ მას ბენიტესის ჭარბი წონა თვალში არ მოუვიდა. 55 წლის სპეციალისტს რეალმა სამწლიანი კონტრაქტი 3 ივნისს გაუფორმა.