ლონდონის „ჩელსის“ მფლობელი რომან აბრამოვიჩი კლუბის გოლკიპერს, პეტერ ჩეხს 4 მილიონი გირვანქა სტერლინგით დაასაჩუქრებს. ამის შესახებ ბრიტანული ტაბლოიდი Mirror იტყობინება. გამოცემის თანახმად, სოლიდურ ჯილდოს „ჩელსის“ მეკარე კლუბში ჩატარებული 11 საუკეთესო სეზონისთვის მიიღებს. 33 წლის ჩეხი სავარაუდოდ ლონდონის „არსენალში“ გადავა. „ჩელსის“ კარს ის 2004 წლიდან იცავდა.