ოლიმპიურ ცეცხლთან დაკავშირებული საზეიმო კონცერტები და ჩირაღდნის საზეიმო მსვლელობები დროებით გაუქმებულია, - ამის შესახებ განცხადებას
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი ავრცელებს.
,,კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქ. თბილისში 13 ივნისს მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით და თანადგომას უცხადებს სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა და დაზარალელბულთა ოჯახებს და გაცნობებთ შემდეგს: ოლიმპიურ ცეცხლთან დაკავშირებული საზეიმო კონცერტები და ჩირაღდნის საზეიმო მსვლელობები დროებით გაუქმებულია.
ყველა მუნიციპალურ ერთეულში ოლიმპიური ცეცხლი სიმბოლურად აინთება და ჩირაღდანი დაგეგმილი მარშრუტის მიხედვით გააგრძელებს მოგზაურობას საქართველოს რეგიონებში”, - ნათქვამია განცხადებაში.