ბაქოში მიმდინარე ევროპული თამაშების მეათე დღეს, საქართველო 7 მედლით და პირველი რეკორდით ხვდება. სალომე ფაჟავას მედლის შემდეგ, სიგრძეზე მხტომელმა ბაჩანა ხორავამ რეკორდი დაამყარა.
ხორავა 7.64 მეტრზე გადახტა და პირველ ადგილზე გავიდა, მისმა წარმატებამ საქართველოს მძლეოსანთა გუნდს 14 ქულა მოუტანა.
აზერბაიჯანის დედაქალაქში ევროპის თამაშები 2015 წლის 12 ივნისს გაიხსნა.
17 დღის განმავლობაში 6000-ზე მეტი ათლეტი სპორტის 19 სახეობაში 239 მედლის მოსაპოვებლად იბრძოლებს.