23 ივნისს 17:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის სახელობის კაბინეტი გაიხსნება.
კაბინეტში განთავსდება მწერლის ხელნაწერები, გამოცემული ნაწარმოებები, პირადი ნივთები და სიმბოლური საკანი, რომელიც მწერლის ციხეში გატარებული წლების სიმბოლო იქნება.
კაბინეტი მწერალ მერაბ რატიშვილის მხარდაჭერით იხსნება.