"ქრისტიან-დემოკრატების" შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში "საშაყირო ინტერვიუებით" რეკორდი მოხსნა.
ამის შესახებ განცხადება დღეს სესიაზე "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა გიორგი ახვლედიანმა გააკეთა.
"პრეზიდენტის "საშაყირო ინტერვიუებს" ქართული საზოგადოება მიჩვეულია, თუმცა ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში ამ კუთხით რეკორდი მოხსნა. აშშ-ში პრეზიდენტი იმაზე საუბრობდა, რომ საქართველოში თურმე პრობლემად მხოლოდ სიგარეტის მოწევა და მანქანის ღვედების გაკეთება - არ გაკეთება რჩება. ამაზე რა კომენტარი უნდა გაკეთდეს არ ვიცი. ეს სასაცილოა, სატირალი, რომ არ იყოს", - განაცხადა ახვლედიანმა.