"ქართული დასის" ლიდერი, ჯონდი ბაღათურია საქართველოს პარლამენტისგან, მის მიერ ინიცირებული კანონპროექტების განხილვის დაწყებას ითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ ბაღათურიას ეს მოთხოვნა არაერთხელ აქვს დაყენებული, დღევანდელ სესიაზე კიდევ ერთხელ გაიმეორა და მოითხოვა, რომ დაუყონებლივ დაიწყოს მის მიერ ინიცირებული კანონპროექტების განხილვა. ამასთან იგი საკუთარი პოზიციების გასამყარებლად პრეზიდენტის ნათქვამსაც იშველიებს:
"თუ პრეზიდენტის ნათქვამი სრულდება, პარლამენტში პენსიის საარსებო მინიმუმამდე გაზრდის შესახებ კანონპროექტი დროულად უნდა განიხილონ", - აცხადებს ბაღათურია.
ბაღთურია ითხოვს, რომ მის მიერ ინიცირებული კანონპროექტები პარლამენტის მიერ წინასაარჩევნოდ მუშაობის შეწყვეტამდე იქნას განხილული. ამის არგუმენტად კი იმას ასახელებს, რომ არჩევნების შემდეგ ხელისუფლება მოსახლეობისათვის რაიმეს გაკეთებაზე აღარ იფიქრებს.
"აუცილებელია არჩევნებამდე განვიხილოთ ეს კანონპროექტი, რადგან ვიცი არჩევნების შემდეგ ხელისუფლება მხარს აღარ დაუჭერს. სირცხვილია დამშეულ მოსახლეობასთან მივდიოდეთ და ისევ მხარდაჭერას ვითხოვდეთ", - განაცხადა ბაღათურიამ.
გარდა ამისა, იგი საკუთრაი კანონპროექტების პარალელურად სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშის განხილვასაც ითხოვს.