ხვალ, 28 აპრილს, როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, მინისტრთა კაბინეტი კახეთში შეიკრიბება.
სხდომა თელავის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შენობაში 14:00 საათზეა დანიშნული. მასზე პრემიერი ნიკა გილაური უამინდობის გამო რეგიონში შექმნილ რთულ სიტუაციასთან დაკავშირებით მოისმენს ინფორმაციას.
სხდომაზე განსახილველი სხვა საკითხები დაზუსტების პროცესშია.