მადრიდის რეალისა და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ საკუთარ სუნამოს გამოუშვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. „ჩემს საკუთარ პარფიუმს ზაფხულის ბოლომდე გამოუშვებ, რაც ძალიან მიხარია,“-წერს რონალდუ. პარფიუმერიის გარდა პორტუგალიელი ფეხბურთელი საკუთარი ბრენდის ქვედა საცვლებს, ფეხსაცმელსა და ტანსაცმელს უშვებს. რონალდუს საცვალი 17-დან 40 ევრომდე ღირს, პერანგი- 100 ევრომდე, ფეხაცმელ CR7ის ღირებულება კი 300 ევროს აღწევს.