ანა ივანოვიჩი ბირმინგემის ღია პირველობას გამოეთიშა. სერბმა ჩოგბურთელმა შეხვედრა პორტუგალიელ მიშელ ლარშერ დე ბრიტუსთან დათმო. შეხვედრა საათსა და 48 წუთს გაგრძელდა და ანგარიშით 6:4, 3:6, 7:6 (8:6) დასრულდა. ტურნირის საპრიზო ფონდი 731 ათას დოლარს შეადგენს.