დღეს, ჭიათურაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართება.
სხდომა 14:00 საათზე დაიწყება, სადაც ჭიათურის მუნიციპალიტეტში სპორტისა და ახალგაზრდულ სფეროში არსებული მდგომარეობაზე იმსჯელებენ.
ამასთან, პარლამენტარები ჭიათურის ნაგუთის დასახლებაში მშენებარე სპორტის სასახლეს და ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ცენტრალური სპორტული ბაზას მოინახულებენ. ასევე დაგეგმილია შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან.