თბილისის მერმა გიგი უგულავამ წინასაარჩევნო კამპანია აქტიურად დაიწყო, მოქმედი მერი დილის 06:00 საათიდან ნაძალადევის რაიონში, ერთ-ერთ თონეში ხაბაზად მუშაობდა.
უგულავას განცხადებით, აღნიშნული თონე იაფი კრედიტის პროგრამის ფარგლებში გაფართოვდა და თონეში ამჟამად 10 ადამიანია დასაქმებული.
ამის შემდეგ უგულავამ მინების მწმენდავებს შეხვდა და მათთან ერთად კინოთეატრი "ამირანის" მინები გაწმინდა. თბილისის მერმა პროფესიონალი დამლაგებლების შექებაც დაიმსახურა.
უგულავას განცხადებით, იგი დღეს 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს შეხვდება და მათ პრობლემებს მოისმენს.