ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, ოლქის მილიციის ახალ უფროსთან გია ლორთქიფანიძესთან ერთად გუშინ ოდესის ბაზრის ტეროტორიაზე ფეხით გაისეირნა და შემდეგ ქალაქის ტრამვაით იმგზავრა. ის სალონში მსხდომ უბრალო მოქალაქეებსაც გაესაუბრა.
გასეირნების შემდეგ კი მან აღნიშნა, რომ ოდესელი მძღოლები გზებზე ქართველ მძღოლებზე უარესად იქცევიან, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე ცუდ მძღოლებად არიან ცნობილნი.
სააკაშვილმა ამ ფაქტზე ყურადღება იმიტომ გაამახვილა, რომ ერთ-ერთ ქუჩაზე არასწორად პარკირებული მანქანების გამო ტრამვაის, რომლითაც ის მგზავრობდა, გასვლა გაუჭირდა.
ზოგადი ვითარების შეფასებისას, ოდესის ოლქის გუბერნატორმა საგზაო მოძრაობის მოწესრიგების საქმეში ადგილობრივი სამართალდამცავების სრულ უუნარობაზე გაამახვილა ყურადღება და შექმნილ მდგომარეობას ,,ბარდაკი” უწოდა.