უკრაინის კონფლიქტის მონაწილე მხარეები მოლაპარაკების მაგიდას უნდა მიუსხდნენ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ფინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ნოვო-ოგარევოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ვფიქრობ, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. და რაც უნდა რთული იყოს ამის გაკეთება, მხარეებმა მოლაპარაკება უნდა დაიწყონ. კრიზისი სხვაგვარად არ გადაიჭრება,“-აღნიშნა პუტინმა.