ხვალიდან საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში გამოსაშვები გამოცდები დაიწყება. გამოცდებამდე ერთი დღით ადრე მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს პრეტესტი ჩაუტარდათ. სტიქიის შედეგად დაზარალებულმა "მომავლის სკოლის" მოსწავლეებმა წინასწარი ტესტი 55-ე საჯარო სკოლაში წერეს.
პროცესის მიმდინარეობას განათლების მინისტრი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად აკვირდებოდა.
გამოსაშვებ გამოცდებზე 41 ათასზე მეტი მოსწავლეა დარეგისტრირებული. გამოცდა 4 საგანში ჩატარდება.