ნადეჟდა სავჩენკო ნორმალურ პირობებში იმყოფება და მისი ჯანმრთელობაც სტაბილურია. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ რუსების ტყვეობაში მყოფი უკრაინელი მფრინავის ადვოკატი წერს. „ნადია ჯანმრთელად და მხნედაა. ამჟამად ის საქმის მასალებს ეცნობა,“-აცხადებს ნიკოლაი პოლოზოვი. 10 ივნისს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ სავჩენკოს წინასწარი პატიმრობა 30 სექტემბრამდე გაუგრძელა.