საფეხბურთო კლუბ მილანის მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია. Sport Mediaset-ის ინფორმაციით, ფილიპო ინძაგიმ პოსტი უკვე დატოვა. მას სავარაუდოდ სამპდორიის თავკაცი სინიშა მიხაილოვიჩი ჩაანაცვლებს. ახალი მწვრთნელის ვინაობა საბოლოოდ ორ კვირაში დასახელდება. წლევანდელი სეზონი მილანმა სატურნირო ცხრილში მე-10 პოზიციაზე დაასრულა.