"ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიაში ღუდუშაურის კლინიკის ხელმძღვანელი ზაზა სინაურიძე და იუმორისტი ზურა გაჩეჩილაძე (შონზო) მოხვდნენ.
ისინი თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობისთვის საბურთალოს და ისნის რაიონებში იბრძოლებენ.
'
რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" რიგებიდან მაჟორიტარობის სხვა კანდიდატებს, მმართველმა გუნდმა გლდანში - ბესარიონ ბენდელიანი, დავით წერეთელი და დავით ჯინჭარაძე, საბურთალოს რაიონის მეორე ოლქში - ნინო თევდორაძე, ნაძალადევში შოთა ქურდაძე, გიორგი ნემსაძე, მამუკა გუგეშაშვილი და ვახტანგ ცაგარეიშვილი, სამგორში - იოსებ ებუტია, ირაკლი ნადირაძე, ირაკლი შიხიაშვილი და კახა გურული, დიდუბეში - ირაკლი დვალი და გოგი ჩაჩანიძე, მთაწმინდის რაიონში - მამუკა ახვლედიანი, კრწანისში - მერაბ რაფავა, გლდანში - ნიკოლოზ ხაჩირიშვილი, ვაკეში ვახტანგ ნაცვლიშილი და ზაურ დოლიძე, ისანის დანარჩენ ოლქებში კი ზაალ სამადაშვილი და ხვიჩა სანაია წარადგინა.
გარდა ამისა, "ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე დაასახელა ჩუღურეთის რაიონში პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის დეპუტატობის კანდიდატიც. საკანონმდებლო ორგანოს წევრობისთვის ანდრო ალავიძე იბრძოლებს.
როგორც ცნობილია, "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველი ნომერი თბილისის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილია. რაც შეეხება სიის პირველი ხუთეულის დანარჩენ წარმომადგენლებს, ის ასე გამოიყურება: მეორე ნომერი არასამთავრობო ორგანიზაციის "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა" ყოფილი თავმჯდომარე კოკი იონათამიშვილი, მესამე - ხელოვნებათმცოდნე მარიან დიდებულიძე, მეოთხე - მწერალი ლაშა იმედაშვილი, ხოლო მეხუთე - მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსი ტარიელ ხიზანიშვილი.
მმართველმა გუნდმა 68-კაციანი სია, რომელთაგან 25 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია ცესკო-ში დღეს წარადგინა.