კულტურის სამინისტრომ თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო დაგეგმილი ყველა ყველა ღონისძიება გადადო.
,,14 ივნისს სამინისტროს მიერ დაგეგმილი ყველა ღონისძიება გადაიდო.ომარ მხეიძისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება 17 ივნისს თბილისის საკონცერტო დარბაზში, ხოლო ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრში ანსამბლ „მძლევარის“ 20 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი 25 ივნისს 19:00 საათზე შედგება.აღნიშნულ ღონისძიებებზე შეძენილი ბილეთები ძალაშია”, _ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს.