ლეიბორისტული პარტიის ინფორმაციით, თურქეთი საქართველოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საგანმანათლებლო ცენტრებს ხსნის, რომელსაც პრეზიდენტ სააკაშვილის დედა ლობირებს.
"თურქი რელიგიური მოღვაწე ფეთულაჰ გიულენი საქართველოსა და მის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ერთმანეთის მიყოლებით ხსნის საგანმანათლებლო ცენტრებს და ეს მაშინ, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კოლეჯის დონეზეა დასული. რაც ყველაზე შემაშფოთებელია, ამ ყველაფერს პრეზიდენტი და მისი ოჯახი, კერძოდ, პრეზიდენტის დედა - გიული ალასანია ლობირებს", - განაცხადა გუგავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
აღნიშნულის კონტექსტში, "ლეიბორისტები" საქართველოში უცხო ქვეყნების ექსპანსიის საშიშროებაზე საუბრობენ.
"ლეიბორისტების" ინფორმაციითვე, საქართველოში შვიდი თურქული საგანმანათლებლო ცენტრი ფუნქციონირებს, მათ შორის თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.