მმართველი გუნდი მერიის პროგრამა "კინომანიის" ფარგლებში საკუთარი პარტიისთვის ირიბი საარჩევნო რეკლამის გაკეთებას უარყოფს.
აღსანიშნავია, რომ საკითხი პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომაზე ახალგარზდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა დასვეს.
"საიას" ინფორმაციით, მერიის პროგრამის "კინომანი" ფარგლებში კინობილთებზე, რომელის სტუდენტებისთვის იბეჭდება და რომელიც ბილეთის რეალურ ფასთან შედარებით 5 ლარით იაფია, ციფრი "5" მკვეთრად არის შემოხახუზული, რაც "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ნომერთან ასოცირდება.
"საიას" ხელმძღვანელ თამარ ხიდაშელის განცხადებით, აღნიშნული აქციის განხორციელება მას შემდეგ დაიწყო, რაც "ნაციონალურ მოძრაობას" საარჩევნო ნომრად "5" განესაზღვრა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ბილეთს აწერია "+5", რაც საპარალმენტო ოპოზიციისათვის გაუგებარია, რადგან, ბილეთი 5 ლარით იაფია და ამ ლოგიკით, როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, მას "_5" უნდა ეწეროს.
საპარლამენტო უმრავლესობისთვის კი ეს კრიტიკა მიუღებელია. როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელი პავლე კუბლაშვილი აცხადებს, "რადგან ბილეთი 5 ლარით იაფი ღირს, მასზე ციფრ "6"-ს ან "4"-ს ვერ მიუთითებდნენ".
უმრავლესობის წარმომადგენელ გიორგი მელაძის განცხადებით კი, ამ ლოგიკით "ჯეოსელის" 5-თეთრიანი ტარიფიც ხელისუფლების ირიბ რეკლამად უნდა ჩაითვალოს, თუმცა "საიას" ხელმძღვანელმა თამარ ხიდაშელმა მელაძეს განუმარტა, რომ "ჯეოსელი" კერძო კომპანიაა, "კინომანის" ბილეთები კი ადმინისტრაციული სახსრებით, კერძოდ მერიის ბიუჯეტით იბეჭდება, რაც წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ნიშნავს.