კლუბ „ოტიუმში“ ”ოქროს ტალღა 2014” გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. წლის სიმღერის ნომინაციაში გამარჯვებული ანრი ჯოხაძე გახდა (სიმღერა„ განა ყველა ქალი ქალია“
კომპოზიტორი და ტექსტის ავტორი ანრი ჯოხაძე). გამარჯვებულს გადაეცა მთავარი პრიზი, ფულადი ჯილდო 5000 ლარის ოდენობით და ქანდაკება „ოქროს ტალღა“. რაც შეეხება სხვა ნომინაციებს:
წლის დებიუტი - ანსამბლი „მეტეხი“ - სიმღერა „ჩემო ფერია“ (კომპოზიტორი და ტექსტის ავტორი გიორგი რუხაძე)
- წლის მომღერალი მამაკაცი - ზურა ხაჩიძე სიმღერით „ღამის სიზმარი (კომპოზიტორი კირიაკოს პაპანდოპულოსი, ტექსტი ნანა ცინცაძე)
- წლის მომღერალი ქალი - ნინა სუბლატი სიმღერით „ნაიარევს“ (კომპოზიტორი და ტექსტის ავტორი: ირაკლი ჩარკვიანი)
- წლის დუეტი - ანსამბლი „ქართული ხმები“ და ნიაზ დიასამიძე სიმღერით „ბეჩა ყირამალა“ (კომპოზიტორი ბორია გუგეშაშვილი)
- წლის ჯგუფი - „გამოუვალი მდგომარეობა“ სიმღერით „სიყვარული ძნელია“ (კომპოზიტორი ვაჟა დურგლიშვილი, ტექსტი მორის ფოცხიშვილის)
- წლის ანსამბლი - „ქართული ხმები“ სიმღერით „თავისუფლება ლომთა ხვედრია“ (კომპოზიტორი მამუკა ჩარკვიანი, ტექსტი ჯანსუღ ჩარკვიანი)
- ხალხის რჩეული სიმღერა - გელა გურალია სიმღერით „დაბრუნდი“ (კომპოზიტორი ჯუმბერ ამანათაშვილი, ტექსტი ნანა ცინცაძე)
- წლის საუკეთესო პოპ-სიმღერა - ნოდიკო ტატიშვილი სიმღერით „ვარდისფერი ნავი“ (კომპოზიტორი და ტექსტის ავტორი მანუჩარ მანჯავიძე)
- წლის საუკეთესო როკ-სიმღერა - ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა“, სიმღერა „სიყვარული ძნელია“ (კომპოზიტორი ვაჟა დურგლიშვილი, ტექსტი მორის ფოცხიშვილი)
- წლის საუკეთესი ჰიპ-ჰოპ სიმღერა - შავი პრინცი სიმღეროთ „მეძახიან შავს“
- წლის საუკეთესო ქალაქური სიმღერა - ანსამბლი „მეტეხი“ - „ჩემო ფერია“
- მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის - „ცისფერი ტრიო“
- რადიო „ფორტუნას“ რჩეული - „თეატრალურის კვარტეტი“ სიმღერით „მარტი“(კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი, ტექსტი ბაჩო რამიშვილი)
- რადიო „ფორტუნა პლუსის“ რჩეული - ჯგუფი „სეიშენი“ სიმღერით „შემიყვარდი“ (კომპოზიტორი ლაშა აბზიანიძე, ტექსტი მაიკო ფუტკარაძე)
- რადიო „არ დაიდარდოს“ რჩეული - ჯგუფი „ბანი“ სიმღეროთ „კავკასიური ბალადა“
- რადიო „ავტორადიოს“ რჩეული - კახაბერი და ხანუმები - „Romale“17.
- ტელეკომპანია „Music Box - ის“ რჩეული - ანრი ჯოხაძე კლიპით „განა ყველა ქალი ქალია“
ნომინაციებში გამარჯვებულებს გადაეცათ ქანდაკება „ოქროს ტალღის“ ლოგოტიპით, რომელიც სპეციალურად პროექტისთვის მოქანდაკე ირაკლი წულაძემ შექმნა. მუსიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კი ”ოქროს ტალღის” სპეციალური პრიზი გადაეცა „ცისფერ ტრიოს“.
მუსიკალური პროექტი, რომელსაც წარმოადგენს რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“(„ფორტუნა“, „ფორტუნა პლუსი“, „არ დაიდარდო“ და „ავტორადიო“ ), მეორე წელია რაც საქართველოში ხორციელდება და ახალგაზრდა მომღერლების აღმოჩენას, ასევე ცნობილი შემსრულებლების, კომპოზიტორების, ამ სფეროს წარმომადგენლების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
„ოქროს ტალღის“ მონაწილეთა სია კონკურსის ფარგლებში 2014 წლის მანძილზე ოთხივე რადიოსადგურში შემოსული და ეთერში გასული სიმღერებით დაკომპლექტდა. პროექტში წელს 79 სიმღერა იყო წარდგენილი.