თბილისის მერობის პოსტზე გიგი უგულავა მმართველმა გუნდმა დღეს ოფიციალურად წარადგინა.
უგულავა საზოგადოებას მერობის კანდიდატად საზოგადოებას გლდანის მე-2 მიკრორაიონში მოქალაქე ხათუნა კასრაძემ წარუდგინა.
თბილისის მერმა სამომავლოდ განსახორციელებელ ღონისძიებებსა და პრიორტეტებზე ისაუბრა.
მისი თქმით, გასაკეთბელი თბილისში ძალიან ბევრია, თუმცა ყველაზე უკეთესი რაც თბილისელებისთვის შეიძლება გაკეთდეს, მათთვის საქმეში ხელის არშეშლა იქნება.
~ბევრი თბილისელი ოჯახს მცირე ბიზნესის წარმოებით არჩენს, მაგრამ ხელს მოუქნელი კანონმდებლობა უშლის~. - განაცხადა თბილისის მერმა.
მან ამის მაგალითად გლდანის მცხოვრების მანან გაბრიჩიძის საქმიანობა მოიყვანა, რომელიც ოჯახს რამდენიმე წელია ნაცხვრების ცხობით და რეალიზაციით ინახავს. თუმცა, მაღაზიაში მის ნამცხვრებს სასაქონლო ზედნადების გარეშე არ იბარებენ.
~ბუღალტერიის ლაბირინთებში გარკვევა ძალიან მალე აღარ იქნება საჭირო. ჩვენ მოვამზადეთ კანონპროქტი, რომელიც ხალხს ცხოვრებას გაუმარტივებს~, - განაცხადა უფულავამ.
ამასთან, მოსახლეობასთან შეხვედრაზე მან დასაქმებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თბილისის მერიის მთავარი საზრუნავი ხალხის დასაქმება იქნება.
~სამუშაოს შოვნა ყველაზე მეტად უფროსი თაობის თბილისელებს უჭირს, ხშირად კომპანიები მათ დასაქმებაზე უარს ეუბნებიან, რაც სამარცხვინოდ მიმაჩნია~, - განაცხადა თბილისის მერმა.
უგულავამ ასევე თბილისში მცხოვრებ დევნილებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისი მათი ქალაქიცაა და ერთ წელიწადში დევნილთა საცხოვრებელი ფართების დაკანონება, გაციფიცირება და ინდივიდუალური გამრიცხველიანება უნდა დასრულდეს. ისინი შექმნიან ამხანაგობებს და მონაწილეობას მიიღებენ თბილისის მერიის პროგრამებში.
უგულავას თქმით, მთელი საარჩენო კამპანიის განმავლობაში საუბარი მხოლოდ სამომავლოდ საკეთებლ საქმეებს შეეხება, რაც ძალიან ბევრია.