საფეხბურთო კლუბმა ლივერპულმა უნგრეთის ეროვნული ნაკრების გოლ-კიპერი იყიდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ადამ ბოგდანს ბოლტონთან კონტრაქტი ამოეწურა. ბოლტონში ბოგდანმა 8 წელი ითამაშა და 120 შეხვედრაში 163 გოლი გაუშვა. ის უნგრეთის ეროვნული ნაკრების ძირითადი მეკარეცაა.