საქართველოდან იორდანიაში შესაძლოა, სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სასმელი წყლის ექსპორტი განხორციელდეს.
შესაბამისი წინადადებები იორდანიაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ იორდანიის მხარეს დღევანდელ შეხვედაზე წარუდგინა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენის" კორესპონდენტი იორდანიიდან იუწყება, მხარეებმა სავაჭრო შეთანხმება, რომელიც ქვეყნებს შორის შესაბამისი ურთიერთობების დამყარებას გულისხმობს, უკვე გააფორმეს.
დოკუმენტს ქართული მხრიდან ხელი საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა, იორდანიის მხრიდან კი ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრმა მოაწერეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, რომელსაც პრემიერი ნიკა გილაური ხელმძღვანელობს იორდანიაში ერთ დღიანი სამუშაო ვიზიტით დღეს გაემგზავრა.