პარლამენტში "საქართველოს პრესის ასოციაციის" მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიცირებას ქრისტიან-დემოკრატები მოახდენენ.
ამის შესახებ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა.
"დღეს მოქმედ კანონმდებლობაში ძალიან ბევრი სამართლებრივი ხარვეზი არსებობს, რომელიც გამოსწორებას მოითხოვს და იმედი მაქვს უმრავლესობა "პრესის ასოციაციის" ობიექტურ მოთხოვნას გეგემით მოეკიდება და შეთავაზებულ ინიციატივას დაჩქარებული წესით განიხილავენ", - აღნიშნა თარგამაძემ და აქვე დასძიანა, რომ "პრესის ასოციაციას" საკანმდებლო ინიციატივის ინიცირების უფლება არ აქვს, ამიტომ მისი ინიცირებას ქრისტიან-დემოკრატები მოახდნენ.
მისივე განმარტებით, "პრესის ასოციაციის" საკანონმდებლო წინადადება ოთხი კანონპროექტისაგან შედგება. კერძოდ კი, ახალი კანონპროექტი - "ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელების შესახებ", დანარჩენი სამი კი აღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილებების შეტანას "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ' ორგანულ კანონში, "საქართველოს დედაქალაქში - თბილისის შესახებ" კანონში და "საქართველოს ასგადასახადო კოდექსში" ითვალისწინებს.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად "ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელების შესახებ" კანონის მიზანია ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელების ხელშემწყობი პირობების შექმნა, ფიზიკური და იურიდიული პირების დაცვა, მათი ორგანიზაციულ სამართლებრივი და საკუთრების ფორმის მიუხედავად ბეჭდვითი პროდიუქციის, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესაძლო შეზღუდვისაგან.
საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები კი ითვალისწინებს საკონტროლო სალარო აპარატების გამოყენებას, კერძოდ კი ჯიხურებიდან ან ქუჩაში დადგმული სტენდებიდან, სადაც გაზეთებისა და ჟურნალების გაყიდვისას სავალდებულო არ იყოს საკონტროლო სალარო აპარატების გამოყენება.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კანონპროექტი პრესის ასოციაციის ხელმძღვანელმა, გაზეთ "რეზონანსის" მთვაარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა პარლამენტში დღეს უკვე შეიტანა.
მისი განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტი დაარეგულირებს პრესის დისტრიბუციის პროცესს.