12 ივნისს, 18:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გაიხსნება უკრაინელი მხატვრის ოლგა პერტროვას პერსონალური გამოფენა “თბილისი - ჩემი სიყვარული”.
ფილოსოფიის დოქტორი ოლგა პეტროვა, კიევში მოღვაწე ცნობილი მხატვარი, ხელოვნებადმცოდნე და კრიტიკოსია. მის ნამუშევრებს არაერთმა ქვეყანამ უმასპინძლა, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრიამ, გერმანიამ, იაპონიამ, ინდოეთმა და კიევმა. ოლგა პეტროვა პირველად საქართველოს 1966 წელს ეწვია და ისეთ ცნობილ ხელოვანებს შეხვდა როგორებიც არიან ელენე ახვლედიანი, კოკა იგნატოვი, სერგო ფარაჯანოვი და სხვა.