გია თორთლაძე ზურაბ ნოღაიდელის საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება გია თორთლაძემ დღეს პარლამენტში ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.
როგორც გია თორთლაძე აღნიშნავს ზურაბ ნოღაიდელი ამომრჩეველთა მოწყიდვას ახორციელებს და ითხოვს რომ ამის გამო იგი არჩვნებიდან მოიხსნას.
თორთლაძის თქმით, ამასთან დაკავშირებით მას გააჩნა კონკრეტული ფაქტები. იგი შეეცდება გადაიღოს აღნიშნული ფაქტები და ოფიციალურად დაადასტუროს. თორთლაძე აცხადებს, რომ ნოღაიდელის პარტია რეგიონებში კონკრეტულად კი კახეთსა და აჭარაში პირდაპირ არიგებს ფულს და აღნიშნავს, რომ ფული არ არის რეგისტრირებული და დარიგება პირდაპირ შეიძლება შეფასდეს ამომრჩევლის მოსყიდვად.
ამასთან მისი ინფორმაციით'ფული პირდაპირ რიგდება ზუგდიდში ლოთი ქობალიას სახლშიც.
თორთლაძე ითხოვს, რომ აღნიშნული ფაქტით სათანადო ორგანოები დაინტერესდნენ.
ამასთან როგორც თორთლაძე აღნიშნავს, წინასაარჩევნოდ როგორც წესი კანონი ირღვევა ხოლმე ხელისუფლების მხრიდან. ახლა კი მისი თქმით "ნოღაიდელმა ხელისუფლებას კანონდარღვევაში ნამდვილად აჯობა".