"ეროვნული საბჭოს" ერთ-ერთი ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური არჩევნებზე მთავარ კონკურენტად გიგი უგულავას მიიჩნევს.
"ჩემი მთავარი კონკურენტი გიგი უგულავაა. ხელისუფლებამ საკუთარი შანსები თავად შეაფასა მაშინ, როცა 30 %-იანი ბარიერი დაამტკიცა. მეტის აღების იმედი მათ არ აქვთ. ჩვენ ვაცხადებთ, რომ დანარჩენ 70 % -ს შეუძლია გადაწყვიტოს ამ არჩევნების ბედი. დარწმუნებული ვარ, თბილისელების მხრიდან, როგორც მათ არაერთხელ დაამტკიცეს, რომ სააკაშვილის ხელისუფლება არ უნდათ, კიდევ ერთხელ იქნება იგივე ნაბიჯი გადადგმული", - განუცხადა ძიძიგურმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავა "ნაციონალური მოძრაობის" რიგებიდან თბილისის მერის კანდიდატად დღეს ცესკოში ოფიციალურად დარეგისტრირდა.