"ქრისტიან-დემოკრატები" საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.
თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა გაბუნია დღეს საბურთალოს რაიონის ამომრჩევლებს შეხვდნენ.
შეხვედრა ბუკიას ბაღში, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ზაზა გაბუნია ამომრჩევლებს უმუშევრობის პრობლემის დაძლევასა და სტაბილურ ყოველთვიურ შემოსავალს დაჰპირდა.
"მე, ზაზა გაბუნია, თბილისის საკრებულოში მივდივარ იმ მიზნით, რომ საბურთალოელებს შეღებილ კორპუსებთან და გარემონტებულ გზებთან ერთად ჰქონდეთ სამუშაო ადგილები და სტაბილური შემოსავალი საკუთარი ოჯახების ფინანსური უზრუნველყოფისთვის", - განაცხადა გაბუნიამ.