12 ივნისს, პარასკევს, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში ოფიციალურად დახურავს ევროკავშირის სამწუთიანი ფილმების ფესტივალს, მობილური ტელეფონებით გადაღებული სამწუთიანი ფილმების კონკურსს თემაზე „გახდი ევროკავშირის რეპორტიორი ერთი დღით“.
დახურვის ცერემონია ჩატარდება საქართველოს მწერალთა სახლში და მას გამართავენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, რატი ბრეგაძე და საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოადგილე, , ბორის იაროშევიჩი.
ევროკავშირის სამწუთიანი ფილმების ფესტივალი არის მობილური ტელეფონით გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი ახალგაზრდებისთვის. ფესტივალი ძალიან წარმატებულია და მიზნად ისახავს საქართველოს ახალგაზრდობის მიერ შემოქმედებითი ფილმების გადაღებას მობილური ტელეფონების გამოყენებით.