2015 წლის 12-14 ივნისს, თბილისის დაძმობილებულ ქ. კრაკოვში (პოლონეთი) „თბილისის დღეების“ გაიმართება. მსგავს ღონისძიებას რამოდენიმე წლის წინ უკვე უმასპინძლა კრაკოვმა, სადაც ქართველმა ხელოვანებმა წარმოაჩინეს ქართული კულტურა და საპასუხოდ პოლონელ ხელოვანებიც მიიღეს თბილისში.
ამჯერად „თბილისის დღეები“ პოლონური მხარის ინიციატივით დაიგეგმა და 12 ივნისს, თანამედროვე ქართული საბალეტო წარმოდგენის - „ჰარირა“ - ჩვენებით გაიხსნება (ქორეოგრაფი - მარიამ ალექსიძე). წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა თაობის ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრების გამოფენა და ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი ღია ცის ქვეშ, კრაკოვის მთავარ მოედანზე.
თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, 2015 წლის 4 მაისს, ადგილობრივი ხელისუფლებების ეროვნული კონგრესის ფარგლებში ქ. კრაკოვში ვიზიტისას, ხელი მოაწერა ორ ქალაქს შორის პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების გაგრძელებას.
პროექტი კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და ქართულ-პოლონური ურთიერთობების განმტკიცების საქმეში.