ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი ზიკო ფიფას პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს. 52 წლის ლეგენდარული ფეხბურთელის თქმით, ფიფას პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის დასახელება მისი ვალია. “სამწუხაროა იმის ყურება, რაც დღეს ფეხბურთში ხდება. კორუფციის გამო ბევრი პატიოსანი ადამიანის შრომა წყალში ჩაიყარა. მთელ ჩემს გამოცდილებას მოვახმარ იმას, რომ ვიტარება გამოვასწორო,”-აცხადებს ზიკო.