პარი სენ ჟერმენის ფორვარდი ზლატან იბრაგიმოვიჩი მილანში გადადის. ამის შესახებ იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება. მისივე ინფორმაციით, სენ ჟერმენის ლიდერმა მილანის ვიცე-პრეზიდენტ ადრიანო გალიანისთან მოლაპარაკება უკვე გამართა. კონტრაქტი სავარაუდოდ 3 წლით დაიდება. იბრაგიმოვიჩის წლიური ხელფასი კი 6,5 მილიონ ევროს შეადგენს. მიმდინარე სეზონზე სენ ჟერმენის შემადგენლობაში იბრაგიმოვიჩმა 37 შეხვედრა ჩაატარა და 30 გოლი გაიტანა.