იტალიის ქალაქ ბოლონიაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, სპორტსმენმა ლევან შაიშმელაშვილმა, გამართა პროფესიონალური შეხვედრა "Venator fighting championship”-ზე, იტალიელ მებრძოლ დავიდე ბანესკის წინააღმდეგ, შერეულ ორთაბრძოლაში, MMA წესებით. 3-რაუნდიანი ორთაბრძოლის შემდეგ, მსაჯების გადაწყვეტილებით, გამარჯვება მიენიჭა ლევან შაიშმელაშვილს. აღნიშნულ ღონისძიებაში ქართველ მებრძოლთა დელეგაციას ხელმძღვანელობდა სტუ-ის ორთაბრძოლების კლუბის პრეზიდენტი რევაზ ქელდიშვილი. სტუ-ში კლუბ ორთაბრძოლების კლუბი უკვე რამდენიმე წელია ფუნქციონირებს. მას ხელმძღვანელობს მსოფლიო ჩემპიონი და მრავალ საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული (კიკბოქსინგში) რევაზ ქელდიშვილი. საერთაშორისო ორთაბრძოლების WCSA-ს პრეზიდენტმა რევაზ ქელდიშვილი ორთაბრძოლების საპატიო 3 დანით დააჯილდოვა.